07 ივნისი 2023,   22:18
ვრცლად
ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, სავარაუდოდ წიწაკიანი სპრეი გამოიყენეს - 14 მოსწავლე ცრემლდენით და თავბრუსხვევით კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის 1 საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ წიწაკიანი სპრეი გამოიყენეს - დაშავებულია 14 არასრულწლოვანი.

სკოლის 14 მოსწავლე ცრემლდენით და თავბრუსხვევით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ კლინიკიდან მალე გაწერენ.

დღის ამბები