31 მაისი 2023,   14:26
ვრცლად
ეს აშკარად ჩანს, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე - ზურაბ ჩხაიძე

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, აშკარად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით კლინიკა უფროა დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე.

ჩხაიძის თქმით, სამედიცინო ბარათი არაერთხელ გაიტანეს კლინიკიდან და ახლა რას ითხოვენ გაუგებარია.

"ის რასაც პაციენტი იღებს, მექანიკურად ბევრად უფრო რთულად გადასამუშავებელია, ვიდრე ჩვენს მიერ შეთავაზებული კალორაჟი. ის არ თანხმდება კატეგორიულად იმ შეთავაზებულ ჩვენს რეკომენდაციაზე, მენიუს ვგულისხმობ. სიმპტომურ მკურნალობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სამკურნალო დანიშნულებაზე, მათ შორის გადასხმაზე. მაგრამ ამის შეთავაზება მაინც ყოველდღიურად ხდება. ამის დაფიქსირება კი ხდება სამედიცინო ბარათში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობსო. ეს ხომ აბსურდია. ეს ბარათი არაერთხელ გაუტანიათ მოთხოვნის შესაბამისად. რა უნდათ ამ ადამიანებს, რას ითხოვენ ჩვენგან. ბევრად უფრო მეტად ვართ ჩვენ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე. ეს აშკარად ჩანს უკვე,"- აცხადებს ზურა ჩხაიძე.

დღის ამბები