01 ივნისი 2023,   13:34
ვრცლად
თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა

თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა. გენერალ-მაიორმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

მოინახულეს რამდენიმე ადგილი, მათ შორის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა. დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო.

 

დღის ამბები