



თბილისში "ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებზე" კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში დანერგილი თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობა და სამომავლო გეგმების შემუშავება იყო.
კონფერენციაში წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ამ მიმართულებით დანერგილი საკითხები განიხილეს. შეხვედრა "კარაპს მედლაინის" და "ევექსის ჰოსპიტლების" ონკო-ბორდის ეგიდით გაიმართა.