28 მაისი 2023,   12:40
ვრცლად
"თავისუფლების სიყვარულით" - ხვალ საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

26 მაისისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ხვალ, ქვეყანა დამოუკიდებლობის 105 წლისთავს ზეიმობს. "თავისუფლების სიყვარულით" - ეს წლევანდელი სლოგანია.

თავისუფლების მოედანზე გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ხვალ, 11:00 საათზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია დაიწყება. ფიცს წვევამდელები, წელს მთელ საქართველოში, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ.

რუსთაველის გამზირზე, მოეწყობა ღვინის სივრცეები, საბავშვო გასართობი ადგილები, კვების ზონები, სპორტული კუთხეები, მუსიკალურ თეატრალური სივრცე. 17:00 საათსა და 10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი ჰიმნს უმღერებს თავისუფლებას. 20:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება.

"ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი გახლავთ წელს, განსაკუთრებულად, ფიცის დადების ცერემონია, რადგან პირველად დაიდება ათივე რეგიონში და თბილისში. რაც შეეხება აქტივობებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე უნდა გაიმართოს, იქაც ბოლო სამზადისის, დამატებითი დეკორაციების აწყობა მიმდინარეობს. გელოდებით ხვალ, იმისათვის, რომ ერთად ვიზეიმოთ თავისუფლების სიყვარულით, დამოუკიდებლობის დღე", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თათია სვანიძემ.

დღის ამბები