28 მაისი 2023,   14:24
ვრცლად
26 მაისის აღსანიშნავად რუსთავში მზადება გვიან ღამემდე გაგრძელდა - დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარედ ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკაც იქნება გამოფენილი

26 მაისისთვის მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე იუბილეს აღსანიშნავად გვიან ღამემდე გაგრძელდა რუსთავში. წელს პირველად, მოსახლეობა დღესასწაულს ახლად რეაბილიტირებულ დამოუკიდებლობის სკვერში აღნიშნავს.

ოფიციალური პროგრამა დღის ორი საათიდან ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენით გაიხსნება, სადღესასწაულო სივრცე სხვადასხვა საბავშვო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით იქნება დატვირთული. დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე მოედანზე ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკაც იქნება გამოფენილი. პარალელურად დაიწყება ორკესტრის კოსტიუმირებული მსვლელობაც.

დღის ამბები