29 სექტემბერი 2023,   11:25
ვრცლად
საქართველოში თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს ოპერირებას

საქართველოში თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპი საავიაციო ფორუმ ROUTES WORLD 2022-ის ფარგლებში გაიმართა.

დღის ამბები