



რატომ არ ესწრება ოპოზიცია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე განხილვებს - უმრავლესობა ოპონენტებს პასუხისმგებლობას ახსენებს და აცხადებს, რომ როცა საქმე ეხება ევრორეკომენდაციების კონკრეტულ პუნქტებს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ რეკომენდაციებს, იღებენ კანონებს და ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ღიად ამბობს რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათი მიზანია როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია და ა.შ. სწორედ ამის გამოძახილია, როდესაც კანონპროექტების განხილვა მიდის, რაც პირდაპირ კავშირშია 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან და ოპოზიცია არამც თუ დარბაზში არ არის, არამედ იმ დღეს აწარმოებს ზუსტად რადიკალურ პროცესებს. ჩვენ მტკიცებაც არ გვჭირდება იმის, რომ ოპოზიცია მალულად დადის და როგორც ადრე ვამბობდით და ბრიუსელში ამბობს, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ამას პირდაპირ აღიარებენ..." - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არც ერთ საგნობრივ და კონკრეტულ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს.
"მათ მიაჩნიათ, რომ ევროპა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გაკეთება. გამომდინარე აქედან, გუშინაც მათთვის საგნობრივი მუშაობა ამ საკითხზე აბსოლუტურად უინტერესოა, იმიტომ რომ თუ იმუშავებენ, ესე იგი ხელი უნდა შეუწყონ კანდიდატის მიღების სტატუსს, რაც მათ ინტერესებში არ შედის, და მეორე, არც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია ჩამორჩნენ საპარლამენტო შემოქმედებით პროცესს ისე, რომ დაწევის უნარიც აღარ აქვთ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების კარგი ნიადაგი იქნება. ეს არის მათი სიყვარული სამშობლოსადმი გამოხატული სიყვარული," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.