29 სექტემბერი 2023,   19:54
ვრცლად
პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც თბილისში, ცეცხლმოკიდებული ბინიდან მოხუცის გამოყვანა და მისი გადარჩენა შეძლო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ესტატეშვილი დააჯილდოვა.

პატრულ-ინსპექტორმა მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, მუხიანში, მაღალსართულიანი კორპუსის ცეცხლმოკიდებულ ბინაში შეღწევა მყისიერად შეძლო, გიორგი ესტატეშვილმა იქ მყოფი ასაკოვანი მამაკაცი ბინიდან გამოიყვანა და მისი გადარჩენა მოახერხა.

დღის ამბები