



4 ივნისის დილა უკრაინაში, საჰაერო განგაშის სიგნალით დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმოდა კიროვოგრადის ოლქში. იერიშები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. დაზიანებულია ქალაქ ვოვჩანსკის ადმინისტრაციული შენობა და სახლები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაჭრილია ერთი ადგილობრივი. ერთი ბავშვი ემსხვერპლა თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქზე.
ცხედარი, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაჭრილების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. მათ შორის არის 5 ბავშვი, სამი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა.