



შალვა პაპუაშვილმა ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი, მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდნენ.
ექვთიმე თაყაიშვილის თავისუფლების საპარლამენტო ორდენი სახლ-მუზეუმს პარლამენტის თავმჯდომარემ გადასცა.