



რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე "გემო ფესტს" ქუთაისში გამართავს.
"გემო ფესტი" 17-18 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.