



კონცერტითა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალით დაიხურა "ზუგდიდობა 2023". გალა კონცერტზე ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ და ნატალია ქუთათელაძემ იმღერეს, მაყურებლის წინაშე წარდგნენ "სუხიშვილები."
"ზუგდიდობა 2023-ის" სადღესასწაულო დღეების ფარგლებში, სამეგრელოში არაერთი ღონისძიება გაიმართა - მოეწყო ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რეწვის ოსტატთა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.
ავტორი: მაია გრიგოლია