08 დეკემბერი 2023,   22:43
ვრცლად
ორშაბათიდან, რეიტინგების ლიდერი "Prime House" რუსთავი 2-ზე იწყება

ორშაბათიდან, რეიტინგების ლიდერი რეალითი შოუ , რუსთავი2-ზე იწყება. პრაიმჰაუსის მეოთხე სეზონის სტარტი მაყურებელს დღეს, პირადად გააცნეს წინა სეზონის მონაწილეებმა. მუსიკალური ავტობუსი დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაჩერდა, პრაიმჰაუსელებმა კი გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს.

რაც შეეხება სიახლეებს - ახალი სეზონიდან, გარდა ახალი მონაწილეებისა პრაიმჰაუსს ახალი თანაწამყვანებიც ეყოლება, არ არის გამორიცხული უკვე შერჩეულ 16 მონაწილეს პერიოდულად კიდევ დაემატოს ახალი სახეები. მეოთხე სეზონის პირველი სერია ეთერში 25 სექტემბერს, საღამოს 11 საათზე გავა.

მაყურებელი გადაცემას ყოველ სამუშაო დღეს უნდა დაელოდოს, შაბათობით კი იქნება ტრადიციული ლაივი, ყოველ შაბათს პროექტს თითო მონაწილე დატოვებს. და ვინ გახდება გამარჯვებული, ბინის მფლობელი ახალი წლის ღამეს გაირკვევა.

 

დღის ამბები