08 დეკემბერი 2023,   06:30
ვრცლად
"არ შეიძლება კონსტიტუციის უგულებელყოფა რჩებოდეს რეაქციის გარეშე" - უმრავლესობის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის ევროპაში უნებართვო ვიზიტებს აფასებენ

უმრავლესობის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს აფასებენ. პოლიტიკოსები "ქართული ოცნებიდან" ამბობენ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას მორიგ ჯერზე არღვევს, კონსტიტუციის დარღვევა კი შესაბამისი ბერკეტებით ისჯება. უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შემდეგ, დადებითი გავლენების ნაცვლად, ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოში ახალი პრობლემური გზავნილები წამოვიდა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის ნარატივს ატარებს.

" საქართველოს პრეზიდენტი ღიად აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, ამაში მთელი საზოგადოება რწმუნდება. ყველა ხედავს, რომ მიზანმიმართულად ახორციელებს ამ ვიზიტებს. ბოლოს პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აბსოლუტურად იმ ნარატივს ახორციელებს, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადოებას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, არ შეიძლება კონსტიტუციის უგულებელყოფა რჩებოდეს რეაქციის გარეშე.

"კონსტიტუციას როცა არღვევს, სისტემა მასზე რეაგირებს იმიტომ, რომ არ შეიძლება ამხელა ინსტიტუციის მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფა რჩებოდეს რეაქციის გარეშე. პრეზიდენტი წავიდა იმისთვის, როგორც თვითონ აცხადებს, ჩამოიტანოს თანხმობა სტატუსზე. ბალტიის პირველი ლიდერისგან წამოიღო დამატებით სანქციებთან მიერთებისა და ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის თხოვნა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა

დღის ამბები