



თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით, მორიგი სასამართლო სხდომა დღეს განახლდება, სადაც გიგა გიგაშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ.
პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც გიგაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, დაგეგმილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ეპიზოდზე, სადაც სასამართლო, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსთან და ექსპერტთან ერთად რამდენიმე კომპანიის ბრალეულობის საკითხს განიხილავს.