03 დეკემბერი 2023,   04:25
ვრცლად
შვილმა მამა მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი თბილისში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ განაცხადა - პოლიციამ 68 წლის მოკლული კაცი იპოვა

მკვლელობა გორში - 68 წლის მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები შვილის მოთხოვნის საფუძველზე ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ქორდში მამა შვილმა სანადირო თოფით მოკლა. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი დედაქალაქში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ განაცხადა.

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 28 წლის მამაკაცი. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რისთვისაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები