29 ნოემბერი 2023,   09:34
ვრცლად
პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება- საქართველოს" ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმა გაიხსნა

პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება- საქართველოს" ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმა გაიხსნა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო.

პლატფორმა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული ყველა სტრატეგიულ- პოლიტიკური საკითხის, ასევე სტრატეგიული კანონპროექტების და პოლიტიკური პროცესების განხილვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარეს თანაბარი შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში.

ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი დაესწრო.

დღის ამბები