



პროცესს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან ”ქართულ ოცნებაში,” სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი იმპიჩმენტი არის ის ადეკვატური და სამართლებრივი პასუხი, რაც მოჰყვა მის ქმედებებს.
მმართველ პარტიას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშად დარღვევის ფაქტი არაერთხელ განხორციელდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოზე მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა.
"ჩვენთვის პრეზიდენტი და ოპოზიციისთვის რეზიდენტი, დღეს გახდა ჩვენთვის რეზიდენტი და ოპოზიციისთვის პრეზიდენტი. ეს იქნება სათაური საკონსტიტუციო სასამართლოში თუ ჩავა ქალბატონი პრეზიდენტი იქ. თუ არ ჩავა მისთვის უარესი იმიტომ, რომ საზოგადოება აქაც დაინახავს, როგორ გაურბის სიმართლისთვის თვალის გასწორებას. პრეზიდენტს მოუწევს იქ პასუხების გაცემა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.