



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს აკრიტიკებს. კანონმდებლებმა ე.წ. შათდაუნის- მთავრობის მუშაობის შეჩერების პრევენციისთვის - დროებითი, 45-დღიანი ბიუჯეტი დაამტკიცეს, სადაც გათვალისწინებული არ არის უკრაინისთვის დახმარების ხარჯები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მომხდარის გამო, პრეზიდენტ ბაიდენის მსგავსად იმედგაცრუებულია.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა- უახლოეს პერსპექტივაში, მათ უკვე ამოწურეს უსაფრთხოების დახმარებისთვის არსებული დაფინანსების დიდი ნაწილი.