05 დეკემბერი 2023,   09:39
ვრცლად
გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, ეს არის დემოკრატია, ეს არის სხვადასხვა აზრის წახალისება - თემურ ალასანია

დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები. ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით, - აცხადებს თემურ ალასანია.

ყოფილი პრეზიდენტის ბიძა შტატებში ემიგრანტებს შეხვდა და დასვა რიტორიკული კითხვა -  "რატომ ვამბობთ უარს ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე?".

“დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რასაკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება. მოდი, შევულოცოთ ერთად და ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და დაგვიბრუნდება. არ მოხდება!

გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ბიძა.

დღის ამბები