11 დეკემბერი 2023,   04:13
ვრცლად
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი გველესიანს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლემ კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, პროცესზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  

პროცესს დღეს ბრალდებული გიორგი გველესიანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ახლობლების თქმით, მათთვის გაუგებარია, რა შეიძლება ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის მიზეზი.   

რაც შეეხება ბალდების მხარეს, პროკურორმა დაასაბუთა ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც აუცილებელი იყო ბრალდებულისთვის წინასწარი 2 თვიანი პატიმრობის შეფარდება. 

"პიროვნული მახასიათებლები არაფერ შუაში არ არის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან. როგორც სხდომაზეც გაჟღერდა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საპროცესო საფუძველი არსებობს, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, სახეზე იყო, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, მტკიცებულებითი სტანდარტი, რის საფუძველზეც ბრალდებულის მიმართ, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბევრი ვერსია მუშავდება, ბევრი საკითხია, რაც უნდა იქნეს შესწავლილი და შესაბამისად, გამოძიების შემდგომ ეტაპებზე ან დასკვნით ეტაპზე უკვე მოტივთან და ვერსიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვექნება. ამ ეტაპისთვის, სახეზეა რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკით, კონსტანტინე სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობა დედის თვალწინ," -  ამბობს პროკურორი, სოფო ბარაბაძე. 

დღის ამბები