20 ოქტომბერი 2020,   05:15
ვრცლად
„თქვენ ნახეთ დამამტკიცებელი საბუთები? ეს არის ტყუილი - ნინო ბურჯანაძე სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი, საუდის არაბეთსა და სირიაზე საუბრობს. მისი თქმით, საუდის არაბეთი არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ტერორიზმს და ის სირიას არც შეედრება.

“საგარეო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი არის საუდის არაბეთი. საუდის არაბეთზე უფრო არადემოკრატიულ სახელმწიფო არის სირია. არც შეედრება სირია და ბაშარ ასადის რეჟიმი“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი სირიაში რამდენიმე დღის წინ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. 

„თქვენ ნახეთ დამამტკიცებელი საბუთები? ეს არის ტყუილი, თქვენ როგორც ჩანს არ ადევნებთ თვალყურს. საუდის არაბეთის რეჟიმს არ შეედრება არცერთი რეჟიმი. საუდის არაბეთი არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ტერორიზმს მსოფლიოში.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 78 ბავშვი დაიღუპება თუ ერთი, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან მძიმეა და საშინელებაა. თუმცა, ძალიან ტრაგიკულია ის, რომ ძალიან ბევრი მასმედიის საშუალება არ ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, რომლებიც იღუპება მოსულში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ბომბავს, იქაც ბავშვები იღუპებიან,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღის ამბები